Thursday, 21 June 2012

ბერთუბნის მონასტერი





ბერთუბნის მონასტერი — დავითგარეჯის კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი გამოქვაბული მონასტერი. დაარსებულია XII საუკუნეში. აღსანიშნავია ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო, რომელთა კედლებიც შემკულია XIII საუკუნის დასაწყისის მხატვრობით: გამოსახული არიან თამარ მეფე და ლაშა გიორგი, სატრაპეზოში ძირითადად ტრაპეზის თემაა გადმოცემული. აქვეა ეპიზოდი დავით გარეჯელის ცხოვრებიდან — „ლუკიანე წველის ირმებს“, ეს მოხატულობა მხატვრობის გარეჯის სკოლის განვითარების მწვერვალია; ადგილობრივ ტრადიციებთან ერთად მათში მკაფიოდ აისახა აყვავების ხანის ქართული მონუმენტური მხატვრობის ზოგადი თავისებურებანი. მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.









ლაშა-გიორგის ფრესკა




File:Tamar of Georgia (Bertubani fresco).jpg
თამარის ფრესკა

No comments:

Post a Comment