დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ოდითგანვე საქართველოს შემადგენლობაშია. ის ერთ-ერთ სამეფო ტაძრად ითვლებოდა. მე-13 საუკუნიდან გარეჯელ ბერებს ჰქონდათ შესაძლებლობა მეფეებისთვის დღესასწაულებზე ძღვენი მიერთმიათ. ეს იყო გარეჯის უდაბნო, რომელშიც მონასტრების რამდენიმე კომპლექსი შედიოდა. 1921 წლიდან არსებობს საზღვრის გამიჯვნის დოკუმენტი, რომლის მიხედვით, დავით გარეჯის მცირე ნაწილი აზერბაიჯანილ მხარეს ნამდვილად ეკუთვნის. თუმცა გადასახედია თავად დოკუმენტი, რადგან 1921 წლის შემდეგ მასში რამდენიმე ცვლილება შევიდა“.
დავით გარეჯი ისტორიულად ყოველთვის საქართველოს ტერიტორია იყო, რასაც მისივე განმარტებით უპირველესად ეპიგრაფიკა ადასტურებს - „იქ ქართული წარწერებია. დავით გარეჯელმა VI საუკუნეში დააარსა სამონასტრო კომპლექსი, შემდეგ ლავრა გაფართოვდა. ბოლშევიკების დროს აქ პირობითი საზღვარი გაავლეს და ეს ტერიტორია გადაეცა აზერბაიჯანს“.
ოთხმეზურის განმარტებით სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანს გასულ საუკუნეში სერგო ორჯონიკიძემ გადასცა - „სერგო ორჯონიკიძე რელიგიას კი არა, ეროვნებას არ მიიჩნევდა არაფრად. იგი თვლიდა, რომ ჩვენ ყველანი ვიყავით ერთიანი საბჭოთა ხალხი და არავითარი განსხვავება ქართველს, სომეხს, რუსს და აზერბაიჯანელს შორის არ იყო. მან ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ერთი ხელის მოსმით გადასცა ეს ტერიტორიები აზერბაიჯანს“.
No comments:
Post a Comment