Friday, 22 June 2012
Thursday, 21 June 2012
ვის ეკუთვნის უდაბნოს მონასტერი
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ოდითგანვე საქართველოს შემადგენლობაშია. ის ერთ-ერთ სამეფო ტაძრად ითვლებოდა. მე-13 საუკუნიდან გარეჯელ ბერებს ჰქონდათ შესაძლებლობა მეფეებისთვის დღესასწაულებზე ძღვენი მიერთმიათ. ეს იყო გარეჯის უდაბნო, რომელშიც მონასტრების რამდენიმე კომპლექსი შედიოდა. 1921 წლიდან არსებობს საზღვრის გამიჯვნის დოკუმენტი, რომლის მიხედვით, დავით გარეჯის მცირე ნაწილი აზერბაიჯანილ მხარეს ნამდვილად ეკუთვნის. თუმცა გადასახედია თავად დოკუმენტი, რადგან 1921 წლის შემდეგ მასში რამდენიმე ცვლილება შევიდა“.
დავით გარეჯი ისტორიულად ყოველთვის საქართველოს ტერიტორია იყო, რასაც მისივე განმარტებით უპირველესად ეპიგრაფიკა ადასტურებს - „იქ ქართული წარწერებია. დავით გარეჯელმა VI საუკუნეში დააარსა სამონასტრო კომპლექსი, შემდეგ ლავრა გაფართოვდა. ბოლშევიკების დროს აქ პირობითი საზღვარი გაავლეს და ეს ტერიტორია გადაეცა აზერბაიჯანს“.
ოთხმეზურის განმარტებით სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანს გასულ საუკუნეში სერგო ორჯონიკიძემ გადასცა - „სერგო ორჯონიკიძე რელიგიას კი არა, ეროვნებას არ მიიჩნევდა არაფრად. იგი თვლიდა, რომ ჩვენ ყველანი ვიყავით ერთიანი საბჭოთა ხალხი და არავითარი განსხვავება ქართველს, სომეხს, რუსს და აზერბაიჯანელს შორის არ იყო. მან ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ერთი ხელის მოსმით გადასცა ეს ტერიტორიები აზერბაიჯანს“.
დავით გარეჯი საქართველოა
გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ დგანან
გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ დგანან, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გარეჯის ლავრის მღვდელმონაზონმა კირიონმა აცნობა. “21 მაისს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებებით აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორია 10 სამუშაო დღეში უნდა დაეტოვებინათ. მას შემდეგ 20 დღეზე მეტი გავიდა. აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უდაბნოს მთის თხემი არ დაუტოვებიათ. ადრე თუ იქ ასვლისას 2 მესაზღვრე გვხვდებოდა, ახლა უკვე 6 მესაზღვრე დგას”, – აღნიშნა მღვდელმონაზონმა კირიონმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უდაბნოს მთის თხემზე ასულებს აზერბაიჯანის მხარეს ფოტოს გადაღებას უკრძალავენ. მამა კირიონი ამ ფაქტს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ძალაუფლების დემონსტრირებად მიიჩნევს.

ბერთუბნის მონასტერი
ბერთუბნის მონასტერი — დავითგარეჯის კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი გამოქვაბული მონასტერი. დაარსებულია XII საუკუნეში. აღსანიშნავია ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო, რომელთა კედლებიც შემკულია XIII საუკუნის დასაწყისის მხატვრობით: გამოსახული არიან თამარ მეფე და ლაშა გიორგი, სატრაპეზოში ძირითადად ტრაპეზის თემაა გადმოცემული. აქვეა ეპიზოდი დავით გარეჯელის ცხოვრებიდან — „ლუკიანე წველის ირმებს“, ეს მოხატულობა მხატვრობის გარეჯის სკოლის განვითარების მწვერვალია; ადგილობრივ ტრადიციებთან ერთად მათში მკაფიოდ აისახა აყვავების ხანის ქართული მონუმენტური მხატვრობის ზოგადი თავისებურებანი. მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

.jpg&sa=X&ei=0WvjT6-4HYjGtAb3spzCBg&ved=0CAkQ8wc&usg=AFQjCNEMhlIxhYAcLV333ot6bjSaV25zog)
ლაშა-გიორგის ფრესკა

თამარის ფრესკა
საბერეები
garejis mravalmTis Crdilo-aRmosavleT nawilSi
mdebareobs kldeSi nakveTi samonastro kompleqsi, romelic sabereebis saxeliT aris
cnobili. igi qvemo bodbidan samxreTiT, daaxloebiT ocdaxuTi kilometriTaa daSorebuli. sabereebi
erT iarusad ganlagebul ramdenime eklesias, satrapezos da sxvadasxva
daniSnulebis saTavss aerTianebs.
sabereebis eklesiebi
danomres, sul TerTmeti eklesiaa, romelTagan oTxi moxatulia. ori ixateba IX
saukuneSi, oric X saukuneSi.
monastris V eklesia darbazuli tipisaa. VI,
VII da VIII eklesiebi ki gumbaTiani.
Wednesday, 20 June 2012
დავით გარეჯელი, ერთ-ერთი ასურელი მამა. საქართველოში მოსულა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის I ნახევარში და გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი (დავითგარეჯა), რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა.
დავით გარეჯელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცებას და ჯერ კიდევ შემორჩენილი წარმართი მოსახლეობის გაქრისტიანებას. დავითის ინიციატივით მისმა მოწაფეებმა დოდო და ლუკიანე გარეჯელებმა სანახებშივე დააარსეს ახალი მონასტრები.
დავით გარეჯელის ცხოვრება და მოღვაწეობა მისივე სიცოცხლის ახლო ხანებში აღუწერიათ, მაგრამ ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ხელახლა შედგენილ „ცხოვრებათაგან“ ცნობილია ორი რედაქცია: პირველი დაწერილია X საუკუნეში და ითვლება მოკლე რედაქციად, მეორე — XII საუკუნეში და ითვლება ვრცელ მეტაფრასტულ რედაქციად.
გარეჯის ისტორია
კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.
დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება „გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი“. შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები,ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები.
დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია, ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. 1265 მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები.
XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგის მრავალგზის ლაშქრობების დროს, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა.1424 წელს ალექსანდრე I დიდმა დავითგარეჯა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1616-1617 წლებში სპარსელთა ლაშქარმა დაარბია, მონასტრები გაუქმდა.1639 წელს თეიმურაზ I-მა აღადგინა აქ სამონასტრო ცხოვრება XVIII საუკუნეში დავითგარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები, იქ მოსახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ. დავითგარეჯის მონასტრებმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება.
დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს საერთო ეროვნულ და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის დროს, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა.
ამ პერიოდის დავითგარეჯის მონასტრების სახე მკვეთრად განსხვავდება ადრინდელი პერიოდის მონასტრებისაგან. მთავარ ეკლესიებსა და სატრაპეზოებში ადრინდელი უბრალოებისა და უშუალობის ნაცვლად თავი იჩინა დიდებულებამ, გრანდიოზულობამ, ინტერესმა ფართო, თავისუფალი სივრცისადმი. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა მთავარი ეკლესიებისა და საერთო სატრაპეზოების კედლების მოხატულობა. დავითგარეჯის მხატვრობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქტიტორთამრავალრიცხოვანი გამოსახულებები, მ. შ. საქართველოს მეფეთა პორტრეტები (თამარ მეფე და მისი ძე გიორგი IV ლაშა — ბერთუბნის ეკლესია, ამჟამად — ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი; მეფე დემეტრე II თავდადებული — უდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესიის მოხატულობა). ქტიტორთა პორტრეტები ზომით ბევრად ჭარბობს რელიგიური პერსონაჟების გამოსახულებებს, რაც მოწმობს ქართველი ოსტატის დამოუკიდებლობად ბიზანტიური ხელოვნების მიერ დაკანონებული სქემებისაგან. აღსანიშნავია ბერთუბნის სატრაპეზოს მოხატულობა, რომელიც საზეიმო და დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. უდაბნოს მთავარ ეკლესიაში გამოსახულია სცენები დავით გარეჯელისცხოვრებიდან ასევე საინტერესოა უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიის აფსიდის მოხატულობაც, რომელიც გამოირჩევა მეტყველი სახეებით და დინამიკურობით.
გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ცალკეული სამონასტრო კომპლექსი ურთიერთშორის დაკავშირებული იყო საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. საინტერესოა ბოლო საუკუნეების (XVII, განსაკუთრებით XVIII საუკუნე) ცალკეული გამოქვაბულები, რომლებიც გაჯის ნაძერწი მორთულობითაა გაფორმებული.
სხვადასხვა დროს დავითგარეჯის მონასტრებში მოღვაწეობდნენ ონოფრე გარეჯელი (XII ს.), დემეტრე I, ონოფრე მაჭუტაძე (XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა), სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVIII ს), გაბრიელ საგინაშვილი (XVIII ს), გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი,გაბრიელ მცირე და სხვა. გარეჯელი მოღვაწეები წერდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი.
Subscribe to:
Posts (Atom)