გარეჯა წარსული და აწმყო
Friday, 22 June 2012
Thursday, 21 June 2012
ვის ეკუთვნის უდაბნოს მონასტერი
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ოდითგანვე საქართველოს შემადგენლობაშია. ის ერთ-ერთ სამეფო ტაძრად ითვლებოდა. მე-13 საუკუნიდან გარეჯელ ბერებს ჰქონდათ შესაძლებლობა მეფეებისთვის დღესასწაულებზე ძღვენი მიერთმიათ. ეს იყო გარეჯის უდაბნო, რომელშიც მონასტრების რამდენიმე კომპლექსი შედიოდა. 1921 წლიდან არსებობს საზღვრის გამიჯვნის დოკუმენტი, რომლის მიხედვით, დავით გარეჯის მცირე ნაწილი აზერბაიჯანილ მხარეს ნამდვილად ეკუთვნის. თუმცა გადასახედია თავად დოკუმენტი, რადგან 1921 წლის შემდეგ მასში რამდენიმე ცვლილება შევიდა“.
დავით გარეჯი ისტორიულად ყოველთვის საქართველოს ტერიტორია იყო, რასაც მისივე განმარტებით უპირველესად ეპიგრაფიკა ადასტურებს - „იქ ქართული წარწერებია. დავით გარეჯელმა VI საუკუნეში დააარსა სამონასტრო კომპლექსი, შემდეგ ლავრა გაფართოვდა. ბოლშევიკების დროს აქ პირობითი საზღვარი გაავლეს და ეს ტერიტორია გადაეცა აზერბაიჯანს“.
ოთხმეზურის განმარტებით სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანს გასულ საუკუნეში სერგო ორჯონიკიძემ გადასცა - „სერგო ორჯონიკიძე რელიგიას კი არა, ეროვნებას არ მიიჩნევდა არაფრად. იგი თვლიდა, რომ ჩვენ ყველანი ვიყავით ერთიანი საბჭოთა ხალხი და არავითარი განსხვავება ქართველს, სომეხს, რუსს და აზერბაიჯანელს შორის არ იყო. მან ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ერთი ხელის მოსმით გადასცა ეს ტერიტორიები აზერბაიჯანს“.
დავით გარეჯი საქართველოა
გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ დგანან
გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ დგანან, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გარეჯის ლავრის მღვდელმონაზონმა კირიონმა აცნობა. “21 მაისს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებებით აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორია 10 სამუშაო დღეში უნდა დაეტოვებინათ. მას შემდეგ 20 დღეზე მეტი გავიდა. აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უდაბნოს მთის თხემი არ დაუტოვებიათ. ადრე თუ იქ ასვლისას 2 მესაზღვრე გვხვდებოდა, ახლა უკვე 6 მესაზღვრე დგას”, – აღნიშნა მღვდელმონაზონმა კირიონმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უდაბნოს მთის თხემზე ასულებს აზერბაიჯანის მხარეს ფოტოს გადაღებას უკრძალავენ. მამა კირიონი ამ ფაქტს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ძალაუფლების დემონსტრირებად მიიჩნევს.

ბერთუბნის მონასტერი
ბერთუბნის მონასტერი — დავითგარეჯის კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი გამოქვაბული მონასტერი. დაარსებულია XII საუკუნეში. აღსანიშნავია ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო, რომელთა კედლებიც შემკულია XIII საუკუნის დასაწყისის მხატვრობით: გამოსახული არიან თამარ მეფე და ლაშა გიორგი, სატრაპეზოში ძირითადად ტრაპეზის თემაა გადმოცემული. აქვეა ეპიზოდი დავით გარეჯელის ცხოვრებიდან — „ლუკიანე წველის ირმებს“, ეს მოხატულობა მხატვრობის გარეჯის სკოლის განვითარების მწვერვალია; ადგილობრივ ტრადიციებთან ერთად მათში მკაფიოდ აისახა აყვავების ხანის ქართული მონუმენტური მხატვრობის ზოგადი თავისებურებანი. მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

.jpg&sa=X&ei=0WvjT6-4HYjGtAb3spzCBg&ved=0CAkQ8wc&usg=AFQjCNEMhlIxhYAcLV333ot6bjSaV25zog)
ლაშა-გიორგის ფრესკა

თამარის ფრესკა
Subscribe to:
Posts (Atom)